საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგევლაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო
ორგანოში სიტყვით ამ წუთებში გამოდის. ქვეყნის პირველ პირს
კანონმდებლები ტაშით შეეგებენ.
"დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. 31 მარტი არის საქართველოს პირველი
პრეზიდენტის დაბადების დღე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რეგლამენტის მიხედვით, მარგველაშილი სიტყვით გამოსვლისას დღეს აქცენტს
საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო
გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე
გააკეთებს. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის არც ერთი წევრი არ
ესწრება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები