სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მოწყობა-არმოწყობის საკითხი გახდა
დაპირისპირების მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ
პარტიებს შორის.
ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს, რომლებიც გოდოგანში
მოსახლეობას ხვდებოდნენ, პოლიტიკური პლატფორმის "ახალი საქართველოს"
წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ადგილზე ასევე, იმოფებოდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და
ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
"ახალი საქართველოს" წარმომადგებლებმა განაცხადეს, რომ გოდოგნის
მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობის წინააღმდეგია და ხელისუფლებამ
პროექტი უნდა გააუქმოს.
"არავის სურს ნაგავსაყრელი მოიწყოს საცხოვრებელთან ახლოს თუ
მაინადამაინც უნდათ, საკუთარ ეზოში შეუძლიათ განათავსონ. მოსახლეობა
ამის წინააღმდეგია, ჩვენ მათ მხარეს ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ რომ
ეს პროექტი არ განხორციელდეს", - ამბობს "ახალი საქართველოს"
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდადატი ნატო დანელია.
პოლიტიკური პარტიის წევრები იმასაც მიუთითებენ, რომ პროექტი გარემოს
დიდ ზიანს მიაყენებს და ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების
საშიშროებაც შეიქმნება.
"არანარიად არ გვაწყობს ნაგავსაყრელის მოწყობა იქ, სადაც ვხოვრობთ.
ვთხოვთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა", - ამბობენ
ადგილობრივები.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით,
ნაგავსაყრელის პროექტი ევროსტანდარტების მიხედვითაა შედგენილი და ის
საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის.
"დღევანდელი სიტუაცია მეტყველებს იმაზე რომ პოლიტიკური პარტია
საგრგებლობს და ქმნის აჟიოტაჟს. თუ ექსპერტები არ მიუშვეს
ტერიტორიაზე, ვერანაირი კვლევა ვერ დაიდება. ჩვენ ვიხელმძვანელებთ
იმის მიხედვით, რასაც კვლევები აჩვენებენ. თუ აღმოჩნდება
ნაგავსაყრელის მოწყობა საფრთხის შემცველი, მაშინ ის არ მოეწყობა.
დღეს ჩემი შეხვედრის მიზანი ადგილობრივებთან გასაუბრება და მათი
აზრის მოსმენა იყო", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციიით გარემოზე ზემოქმედების ანგარიში უახლოეს
მომავალში მომზადდება.
მასალის გამოყენების პირობები