ქუთაისში
მაჟორიტრობისთვის გიორგი ხაზარაძე, გია გუმბერიძე და ლელა სებუა
იბრძოლებენ.
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე პარტიის
ლიდერმა იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
წარადგინა.
ქუთაისში მაჟორიტრობისთვის გიორგი ხაზარაძე, გია გუმბერიძე და ლელა
სებუა იბრძოლებენ.
ხოლო იმერეთის მუნიციპალიტეტებში: ბაღდათი/ხარაგაული - ზურაბ
მაჭავარიანი; ზესტაფონი - მალხაზ ბაბლიძე; ხონი/ვანი - გერასიმე
მჟავანაძე; სამტრედია - ფატი მანჯგალაძე; ჭიათურა - თემურ
გაფრინდაშვილი და წყალტუბოში ვალერი ჩეჩელაშვილი დაასახელა.
"თავისუფალი დემოკრატების" გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე
მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისში "ახალი საქართველოს" ლიდერმაც
დაასახელა.
18 ივლისს იმერეთის მასშტაბით "ქართული ოცნება" მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს
20:00 საათზე დაასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები