ქუთაისის მერის შოთა მურღულია თავის კოლეგას, თბილისის მერს, დავით ნარმანიას მასპინძლობს. ნარმანიას ვიზიტი ქუთაისში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრას უკავშირდება.
თბილისისა და ქუთაისის მერებმა დასავლეთ სქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენელბთან ერთად, არსებული კანონმდებლობა განიხილეს. შეხვედრის მიზანი, სწორედ არსებული კანონმდებლობის დახვეწას თუ ახალ ინიციატივებს ითვალისწიებს.
შეხვედრაზე ასევე არიან იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
"მნიშვნელოვნია ამ საკითხებში თვითმმარტველი ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობა. თუკი ვინმეს აქვს წარმოდგენილი პროექტის სახით რაიმე ცვლილება კანონში ჩვენ მზად ვართ. ასევე, აღმოსავლეთ საქართველოშიც ანალოგიური შეხვედრის ჩატარების შემდეგ მივიღებთ ერთობლივ შეფასება-შეჯერებას", - აღნიშნა შეხვედრაზე
შეხვედრაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურრულიამ აღნიშნა, რომ ბიუროკრატიული პროცესები მაქსიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი. რათა, მისივე თქმით, მოხდეს საქმის ეფექტურად გაკეთება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები