პოლიტიკა
ავტომობილების კოლონა 'ქართული ოცნების" დროშებით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე
FaceBook
მსვლელობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე "ქართული ოცნების" დროშებით ავტომობილების კოლონა გამოჩნდა. მსვლელობა ხვალ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.

22 მაისს იმერეთში, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს თემში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

საკრებულოს წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა,  მოგვიანებით - გარდაიცვალა.

სოფელ წყლატუბოს თემში 22 მაისის შუალედურ არჩევნებისთვის" ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის ბუხუტი ფირცხალავა, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატი მურად ზაქარიაძე გახლავთ.

წყალტუბოს თემი 4 სოფელს აერთიანებს. 

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წყალტუბო - ქუთაისის გზაზე დროშებით მსვლელობის ფოტოებს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერი აქცია კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე იურისტების თქმით არ არის  აკრძალული.

"კენჭისყრამდე არ იკრძალება არანაირი აგიტაცია და მხარდასაჭერი მოქმედება. მსგავსი პროპაგანდა აკრძალულია არჩევნების დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში," - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა ოურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი სანტურიანი.



სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.