პოლიტიკა
"ოცნების" ხელისუფლებამ არასამთავრობოების სამთავრობო გრანტებით დასაფინანსებელი სააგენტო შეიქმნა
FaceBook
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო შეექმნა.
გადაწყვეტილებას მთავრობის სახელით "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ხელი 15 აპრილს მოაწერა. 

სააგენტოს ხელმძღვანელს (თავმჯდომარეს) ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.  

აღსანიშნავია, რომ სააგენტო მთავრობის ადმინისტარაციის შენობაში განთავსდება. 


20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.

"ოცნების" ხელისუფლებამ  დაჩქარებული  წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მისი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა ქვეყანაში მოქმედ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ცვლილებების შედეგად:

გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;

პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;

გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;

თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;

უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:56 / 16.04.2025
"ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა "გრანტების შესახებ"  საკანონმდებლო პაკეტი,
11:31 / 02.04.2025
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე, საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.