პოლიტიკა
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
FaceBook
"ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით კიდევ ერთ კანონში შეიტანა ცვლილება.
ამჯერად ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

ცვლილების თანახმად, შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.

სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება ექნება.

ახალ სსიპ-ში, რომელიც განცხადებების მიღებას მარტიდან დაიწყებს, დაახლოებით 10 პირი დასაქმდება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

ამის პარალელურად კი, გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე  მაგალითად: 

- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;

- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;

- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა.  ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები. 

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:17 / 18.02.2025
"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში "ოცნების" ტიტუშკები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.
11:40 / 18.02.2025
"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ "ფარას" კანონი, რომლის დაინიცირებასაც მიმდინარე კვირას გეგმავენ, ამერიკული "ფარას" სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსიაა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.