პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს
FaceBook
"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში "ოცნების" ტიტუშკები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიუნჰენის კონფერენციიდან დაბრუნდა. 

ანალოგიური შემთხვევა მოხდა, გუშინ, 17 თებერვალსაც, როდესაც კვერცხები ყოფილ პრემიერს და ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას დაუშინეს. 

გახარია თავის თანამებრძოლთან (საქართველოს ყოფილ ელჩთან გერმანიაში) ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად გერმანიიდან მოფრინავდა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა.

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები დაუშინეს. 

ინციდენტის კადრები სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა. ვიდეოკადრებში ისმის, რომ გახარიას აგენტს და სამშობლოს მოღალატეს ეძახიან.

პარტიამ ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები უმოქმედობაში დაადანაშაულა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:56 / 16.04.2025
"ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა "გრანტების შესახებ"  საკანონმდებლო პაკეტი,
11:31 / 02.04.2025
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე, საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.