მიმდინარე კვირას, პარლამენტში "ფარას" ამერიკული კანონი და
"მედიის კანონი" დაინიცირდება.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა
მდინარაძემ
17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი
ვერსიები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის
მიღებას შეზღუდვას.
„მიმდინარე კვირაში დაინიცირდება "ფარას" ამერიკული კანონი რომელთან
დაკავშირებითაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. „მედიის კანონი“,
რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული
მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე,
დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც შეეხება
საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას,
„ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების
პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი. „სიპების“
ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტი-ნარკოტიკული
კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას,
მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლო
მიღებამდე რჩება თვე-ნახევარი, შესაბამისად, მოხდება საქართველოს
პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება“,- განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე.
პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და
ჯარიმები.
მასალის გამოყენების პირობები