პოლიტიკა
"ქართული ოცნება" მედიის შესაზღუდად ახალი კანონის მიღებას გეგმავს
FaceBook

ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, "ქართული ოცნება", მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად, ახალი კანონის მიღებას გეგმავს.


ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები; განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები; ამასთან, შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს).

"ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას. ჩვენ ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ის სტანდარტად წოდებული ე.წ ნორმები ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში, დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც, ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედიაბაზრისათვის იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩარევის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური, როგორც ბრიტანული კანონმდებლობა. აქ ჩვენ, ყველა თქვენგანს, თუ სურვილი იქნება, ჩაგრთავთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:56 / 16.04.2025
"ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა "გრანტების შესახებ"  საკანონმდებლო პაკეტი,
11:31 / 02.04.2025
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე, საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.