პოლიტიკა
პარლამენტში "ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა
FaceBook
29 დეკემბერს, პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. 
მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

ღონისძიება, რომელიც შალვა პაპუაშვილის ვარაუდით, დაახლოებით 40 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, 27 წუთს გაგრძელდა. 

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

"ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება. მათ შორის ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთად დგომით. გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება – ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრან ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი – მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრეძლებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას", -  თქვა მიხეილ ყაველაშვილმა  ინაუგურაციაზე.

მან ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი ევროკავშირი და ევროინტეგრაცია. ყაველაშვილმა ძირითადი აქცენტები ქართულ სუფრას, ტრადიციებს, მშვიდობასა და ოჯახის ღირებულებებს დაუთმო.

ინაუგურაციის პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან განაცხადა, რომ რეზიდენციას ტოვებს, თუმცა კვლავ რჩება „ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულების ხელფასები,
იანვრიდან, 10%-ით მოიმატებს.
11:41 / 26.12.2024
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულების ხელფასები, იანვრიდან, 10%-ით მოიმატებს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე,
სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა,
რომ ისინი მარტო არ არიან.
13:23 / 18.12.2024
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე, სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.