პოლიტიკა
"ვეუბნები ყველა იმ ქართველს, ვინც ევროპაში ეძებს მხარდაჭერას, მარტო არ არიან"- ევროპარლამენტის პრეზიდენტი
FaceBook
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე, სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან.

მან ასევე დაგმო ოპოზიციის მიმართ რეპრესიები და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრება.

„როდესაც თქვენ ბოლოს ეწვიეთ ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. დღეს ეს მოგზაურობა საფრთხის ქვეშაა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის ნებისმიერ რეპრესიას და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები უკუქცევაა წარმატებული ნაბიჯებიდან, რომლებიც ჩვენ ერთად გადავდგით ბოლო წლებში“,- მიმარტა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილს.

ამ სიტუაციის საპასუხოდ, მეცოლას თქმით, ევროპარლამენტმა მოუწოდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ ევროკავშირს და ახლაც იმეორებს ამ მოწოდებას.

„ვიცი, რომ საქართველოში ბევრია, ვინც თავისი ქვეყნის მომავალზე შიშობს. მე ვლაპარაკობ მთელი პარლამენტის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა იმ ქართველს, ვინც ევროპაში ეძებს მხარდაჭერას, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენთან ვართ. ასე რომ, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სწორედ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიიწვია. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა ქართველ ხალხს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განმარტა,
რომ საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რათა
ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.
13:18 / 18.12.2024
სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განმარტა, რომ საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.
12:51 / 18.12.2024
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? - არა."

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.