პოლიტიკა
"ქართველები იბრძვიან დღე და ღამე. ევროპა კი ნელა რეაგირებს"- სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს
FaceBook
სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განმარტა, რომ საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.

"ევროპარლამენტარებმა ეს გაკეთეს, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისში, იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი, მეტი ვიზიტები საქართველოში, მაგრამ ვიზიტები, რომლებიც იქნება არა ჩვეულებრივი ვიზიტები და ეს ვიზიტები კარგად შეიძლება იქნას მანიპულირებული რუსების მიერ, ეს ვიზიტები უნდა იყოს ზუსტად ისეთი კონტროლირებული, რათა განსხვავებული მიზნები არ იქნას ამისგან მიღწეული. ჩვენ ამას ვამბობდით თვეების განმავლობაში, დეზინფორმაციის შესახებ. შეუძლია ევროპას შეეგუოს რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ? შეიძლება შეეგუოს, რომ საქართველო აღარ მოძრაობს ევროპისკენ? შეეგუებიან ევროპელები, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ?", - მიმართა ევროპარლამენტარებს პრეზიდენტმა.  

ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა კი ნელა მოქმედებს. 

"რომ ვიყოთ გულწრფელები, ევროპამ ვერ შეასრულა თავისი საქმეები, რაც მოსალოდნელი იყო. უფრო მეტი უნდა იქნას გაკეთებული, მე სპეციფიკურ დეტალებში არ შევალ, რაც თქვენი არჩევანია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ქართველები იბრძვიან დღე და ღამე. ევროპა კი ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ქართველები ჯერ კიდევ ელიან, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან რეაგირება იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ მოგვიწევს ლოდინი, არ მოგვიწევს უფრო ღრმა კრიზისში ყოფნა. და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ. პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება, მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ ჩვენ თქვენ მხარს გვიჭერთ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესებზე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების დასწრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, უნდა იქნას დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელთა ქმედება კვალიფიცირებული იყო, როგორც წამება.

"მეორე მიმართულება, რომელშიც ევროპას შეუძლია იმოქმედოს ეს არის სამართლიანობა. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ასობით დაკავებული, ზოგიერთ მათგანს 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება. უნდა იყოს ძალიან ძლიერი მონიტორინგი და მე ვიცი, რომ ბევრი ევროპელი ელჩი ყურადღებას აქცევს ამ სასამართლო პროცესებს. მათი ვიზიტები სასამართლოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, ამ დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად უნდა იქნას დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელთა ქმედება იყო კვალიფიცირებული, როგორც წამება.

თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები. ევროპა არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი, სახლის საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორისთვის, თქვენ უნდა იმოქმედოთ. თუ ევროპამ ვერ გამოიყენა თავისი ბერკეტები სამნახევარმილიონიანი ქვეყნის მოსახლეობაზე, მაშინ როგორ უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია, რომ მოერევა უფრო დიდ გიგანტებს. საქართველოში პოსტსაბჭოთა მმართველობის იმპორტი არ უნდა მოხდეს. მათ უნდათ რუსული კორუმპირებული მმართველობა საქართველოსთვის, მაგრამ საკუთარი თავისთვის ევროპა სურთ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. ის სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიიწვია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე,
სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა,
რომ ისინი მარტო არ არიან.
13:23 / 18.12.2024
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე, სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან.
12:51 / 18.12.2024
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? - არა."

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.