პოლიტიკა
"მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა სირიაში, მოლდოვაში, რუმინეთში, მარცხდება უკრაინაში, უნდა მოიგოს საქართველოში?"
FaceBook
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? - არა."
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში, ევროდეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, ამ სიტუაციიდან გამოსვლისა, მაგრამ ეს არის ასევე თქვენი საკითხი (მიმართავს ევროპარლამენტარებს).

"ეს ასევე ეხება ევროპას, ევროპის დამაჯერებლობას, კანდიდატის სტატუსის მიცემის შემდეგ საქართველოსთვის, ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა სხვა გზით წავიდეს. არ უნდა დაუშვას ევროპამ, რომ მთავარი პრინციპები დაირღვეს, ეს არის ასევე ევროპის სტრატეგიული ინტერესის საკითხი. თუ საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება, მე არ ვლაპარაკობ სამხედრო ინტერვენციაზე, მე ვამბობ კონსტიტუციურ ინტერვენციას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ეს ეხება ყველაფერს რაც დაკავშირებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან. ეს ეხება სომხეთსაც.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? - არა. ეს არის შეკითხვები თქვენთვის",- მიმართა პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქმა ისიც, რომ საქართველოში, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში, რუსული სტილის სახელმწიფოს მშენებლობა მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი წესებით, ცენტრალური ბანკი, ანტიკორუფციული ოფისი, საპენსიო ფონდიც კი, რომლის რეფორმირებაც მოხდა, მართლმსაჯულების სისტემა, ეს ყველაფერი მთლიანად არის მთავრობის კონტროლის ქვეშ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. ის სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიიწვია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის
დასაწყისში, მიწის მასა ჩამოიშალა.
14:32 / 18.12.2024
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, მიწის მასა ჩამოიშალა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე,
სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა,
რომ ისინი მარტო არ არიან.
13:23 / 18.12.2024
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე, სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.