პოლიტიკა
"ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება" - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს
FaceBook
"ოცნებამ" აირჩია რუსული გზა. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ევროპული მომავალი. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ "ოცნების" ამომრჩევლებსაც კი აქვთ იმის სურვილი, რომ საქართველო ევროპული გზით წავიდეს. 

"ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ეს არის მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა დღეს. მათი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულად მოხდეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა. არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ მათ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან. მათ ამომრჩევლებს შორისაც კი, არის ის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიიწვია. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა ქართველ ხალხს.

რობერტა მეცოლამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარების დელეგაციის წევრებს, რომლებიც წინა კვირას თბილისში იმყოფებოდნენ.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე,
სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა,
რომ ისინი მარტო არ არიან.
13:23 / 18.12.2024
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე, სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან.
სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განმარტა,
რომ საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რათა
ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.
13:18 / 18.12.2024
სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განმარტა, რომ საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.