პოლიტიკა
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინის შემდეგ, ლიეტუვამაც დაასანქცირა
FaceBook
უკრაინის მთავრობის შემდეგ, იმერეთის ყოფილ გუბერნატორს და "ოცნების" პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძეს ლიეტუვაც ასანქცირებს.
შალამბერიძე საქართველოს მაღალი თანამდებობისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ იმ დასანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს გაასაჯაროვა. 

დასანქცირებულთა სიაში ზვიად შალამბერიძე დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“.

ლიეტუვამ სავიზო სანქციები სულ 17 ადამიანს დაუწესა. სიის გასაჯაროებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა, რომ არ შეეგუებიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

ლიეტუვას მიერ დასანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ: 

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი;
გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
კახა კალაძე - თბილისის მერი;
მიხეილ ჩინჩალაძე - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) - ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული აშშ-ის მიერ;
ირაკლი რუხაძე - „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი;
ლევან მურუსიძე - მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ვიქტორ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი;
გიორგი (გია) კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა;
დიტო სამხარაძე - პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;
გოგა ხაინდრავა - ის მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლე ხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“.
ზვიად შალამბერიძე - პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში;
შალვა თადუმაძე - მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი;
თეა წულუკიანი - პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი;
ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

დაახლოებით ორი კვირის წინ, ზვიად შალამბერიძე უკრაინის მთავრობამ დაასანქცირა. სანქცირებულთა შესახებ, თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზვიად შალამბერიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის პოზიციაზე 2019-2024 წლებში მუშაობდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, იგი წარმოადგენდა დელეგატს ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. არის "ქართული ოცნების" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 

ამავე თემაზე:

უკრაინამ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და "ოცნების" პარლამენტარი დაასანქცირა

"ეს გადაწყვეტილება ჩემში შერეულ ემოციებს იწვევს" - ზვიად შალამბერიძე დასანქცირებაზე



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.