უკრაინის მთავრობამ, "ქართული ოცნების" 19 წარმომადგენელთან ერთად,
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და "ოცნების" პარლამენტის წევრი, ზვიად
შალამბერიძე დაასანქცირა.
სანქცირებულთა შესახებ, თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"უკრაინა ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს და მის 18 თანამზრახველს,
ვინც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის",- განაცხადა
ზელენსკიმ.
ზვიად შალამბერიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის
პოზიციაზე 2019-2024 წლებში მუშაობდა. 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებში, იგი წარმოადგენდა დელეგატს ტყიბულის, თერჯოლის,
ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. არის "ქართული ოცნების"
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე.
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სია ასეთია:
ბიძინა ივანიშვილი;
გრიგოლ ლილუაშვილი (სუს-ის უფროსი);
კახა კალაძე (თბილისის მერი);
მიხეილ ჩინჩალაძე (მოსამართლე;
მამუკა მდინარაძე (დეპუტატი);
ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი);
ოთარ ფარცხალაძე (ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი, ყოფილი
გენპროკურორი);
ირაკლი რუხაძე ("იმედის" მფლობელი);
ლევან მურუსიძე (მოსამართლე);
ვიქტორ ჯაფარიძე (დეპუტატი, პოსტვ-ის მფლობელი);
დიმიტრი სამხარაძე (დეპუტატი);
გიორგი ხაინდრავა (ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი);
ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი);
გიორგი კობახიძე (ირაკლი კობახიძის მამა);
ზვიად შალამბერიძე (დეპუტატი, ყოფილი გუბერნატორი);
შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე);
თეა წულუკიანი (დეპუტატი);
ირაკლი ქარსელაძე (ინფრასტრუქტურის მინისტრი);
კახა ბექაური (კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი)
მასალის გამოყენების პირობები