28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, "ქართული ოცნება" მთავრობასა და
სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს.
ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი
კობახიძეს უსმენენ. კობახიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს
სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით: "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით ევროპისკენ" წარუდგინა. რაც შეეხება მთავრობის
შემადგენლობას, მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება:
პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით
სონღულაშვილი;
იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე
წულაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან
დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი
ქარსელაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი - თეა ახვლედიანი;
პარლამენტის შეკრებისა და მთავრობის დამტკიცების პროცესის დაწყების
მიუხედავად, საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების
ლეგიტიმურობას არ აღიარებს. პარლამენტის სხდომებს არაკონსტიტუციურს
უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. "ქართულ ოცნებას"
არჩევნებში გამარჯვება ევროპელი ლიდერებიდან მხოლოდ უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები