19 ნოემბრის დილას, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა ისაკო დევიძე, რომელსაც სასამართლომ
რვადღიანი პატიმრობა მიუსაჯა, თავისუფალია.
მან წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.
"დაგვაკავებენ, გვცემენ, თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენ დაშინებას, მაინც
ვერ დაგვაშინებენ. საკანში ვიქნებით, თუ როგორც ვიქნებით, ჩვენ
ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ ძალაუფლებას, პირიქით
პრობლემებს შევუქმნით, შევაწუხებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ სანამ
არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების
შემდეგ.
ისაკო დევიძე წინასწარი დაკავების
იზოლატორში, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღე
შიმშილობდა.
19 ნოემბრის დილას, აქციაზე, სადაც
აქტივისტები 26 ნოემბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, 16
ადამიანი დააკავეს. დაკავების დროს, პოლიციის თანამშრომლები
აქტივისტებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
საზოგადოებრივი პროტესტის
მიუხედავად, "ქართული ოცნება" პარლამენტში შეიკრიბა და ლეგიტიმაცია
გამოაცხადა. მიმდინარე კვირაში იგეგმება მთავრობის
დამტკიცებაც.
მასალის გამოყენების პირობები