პოლიტიკა
"ამ კრიზისიდან გამოვალთ მხოლოდ სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ხვდება.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა და თქვა, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

"ეს არის ერთპარტიული, გაყალბებული არჩევნები, ამიტომ ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცესკოს ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან ნათელია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს. კრიზისი სახეზეა. ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ სამართლიანი ფორმით. დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ღრმად დარწმუნებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით გამოდიან ევროპელი ლიდერები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.