პოლიტიკა
"გვაქვს ინფორმაცია, რეგისტრატორის ადგილზე მაგიდები ისე დგას, დამკვირებლებს არ მიეცეთ საშუალება, დააკვირდნენ" - ხატია დეკანოიძე
FaceBook
"ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განაცხადებით, საარჩევნო უბნებზე, ინვენტარის განთავსება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობს, ისე ხდება, რომ დამკვირვებლებს არ მიეცეთ საშუალება, დააკვირდნენ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევენ. 

დეკანოიძის თქმით, დამკვირვებელს უნდა შეეძლოთ ადამიანთა იდენტიფიცირება და ამისთვის უმნიშვნელოვანესია რეგისტრატორის მაგიდის ისე მოწყობა, რომ პროცესს ხელი არ შეუშალოს. 

"დღეს, დილის 10 საათიდან, დაიწყო საარჩევნო უბნებისთვის ინვენტარის გადაეცა, მათ შორის, საარჩევნო უბნების მოწყობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რეგისტრატორის ადგილზე მაგიდები, სადაც ისინი სხედან, სადაც განთავსებულია მონიტორები, რომელშიც არის საარჩევნო სია, რეალურად დგას ისე, რომ დამკვირვებლებს არ მიეცეთ საშუალება, დააკვირდნენ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევენ",- განმარტა ხატია დეკანოიძემ. 

ის მოუწოდებს მათ წარმომადგენლებს, დამკვირებლებს, კომისიის წევრებსა და ზოგადად, ყველა იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საარჩევნო დღეს დარღვევების გამოსავლენად, 
მაქსიმალურად მოხდეს მობილიზება, რათა არჩევნების დღეს დაკვირვების პროცესი არ შეიზღუდოს.

"მინდა, ყველას ვუთხრა: საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლი მკვეთრად განმარტავს, რომ დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრატორის ადგილი - მაგიდა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილი, იმისთვის, რომ იდენტიფიცირდნენ ადამიანები, ვინც ხმას აძლევს, იყოს კედლისგან მოშორებით და ყველა დამკვირვებელს აქვს იმის უფლება, იდგეს ამ მაგიდისა და რეგისტრატორის უკან", - განაცხადა მან.

როგორც ხატია დეკანოიძემ განმარტა, აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირებლებს მიაწვდიან. ამასთან, მისივე თქმით, დღის ბოლომდე, ქუთაისში, მათი შტაბის მიერ, ყველა საარჩევნო უბანი შემოწმდება, თუ როგორ არის ინვენტარი მოწყობილი. 

საკითხთან დაკავშირებით, №59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი ამბობს, რომ ჯერ საარჩევნო უბნები არ მოწყობილა, მარტო ინვენტარს გასცემენ.

"ჯერჯერობით, ქუთაისის ოლქიდან მხოლოდ გაცემა მიმდინარეობს საწყობიდან ინვენტარის. საწყობიდან, გზაში, ტრანსპორტირების პროცესში, თუკი რომელიმე სუბიექტის წარმომადგენელს, შეუძლია წინასაწარ ივარაუდოს, როგორ დააწყობს რეგისტრატორი კომისიის წევრი, ჩვენ გვშურს მისი ნიჭიერების, იმიტომ რომ ეს არის წინასწარ ხედვის უნარი.

უბნებზე მიცემული გვაქვს რეკომენდაცია, თუკი ადამიანს სივრცე მისცემს იმის შესაძლებლობას, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან დამკვირებლებს, ეს უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ დამკვირებელს აქვს უფლება ნებისმიერი კუთხიდან დააკვირდეს პროცესს. ამ პროცეს არ შეუშლის ხელს არცერთი კომისიის ხელმძღვანელი პირი, თუკი სივრცე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მაგიდის მოწევამ თავად ამომრჩეველს არ შეუშალოს ხელი",- განმარტა ლარინა ლალიაშვილმა. 

გუშინ, 24 ოქტომბერს, სადამკვირებლო ორგანიზაციებმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ) ცესკოს მიმართეს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს ჩასატარებელი ყველა პროცედურა გამართულად წარიმართოს და საარჩევნო უბნებში მყოფ უფლებამოსილ პირებს პროცესებზე შეუფერხებელი დაკვირვების საშუალება მიეცეთ.

"მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის ვერიფიკაცია/ ეგისტრაციის პროცესზე ზედამხედველობის საშუალება ყველა უფლებამოსილ პირს სრულყოფილად და გამჭვირვალედ მიეცეს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მაგიდები განალაგოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ყველა უფლებამოსილ პირს მარტივად შეეძლოს როგორც მაგიდების წინა, ისე უკანა მხარეს თავისუფალი გადაადგილება. ამ მოწოდების მიზანშეწონილობა წარსული პრაქტიკიდან გამომდინარეობს, ვინაიდან სხვადასხვა წელს გამართულ არჩევნებზე ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რეგისტრატორთა მაგიდები კედელთან იმდენად ახლოს იდგა, რომ პროცესზე სრულყოფილი დაკვირვება შეუძლებელი იყო",-აღნიშნული იყო სადამკვირებლო ორგანიზაციების განცხადებაში. 

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:46 / 25.10.2024
"არ შეგეშინდეთ ივანიშვილის მუქარის, არ დათმოთ თქვენი პირადობები, თქვენი ხმა, რადგან სწორედ თქვენ გიპყრიათ ხელთ ამ ქვეყნის გადარჩენის გასაღები",- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ქუთაისში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
საპარლამენტო
არჩევნებამდე ორი დღე რჩება, მანამდე კი წარმოგიდგენთ იმ საარჩევნო სუბიეტების სიას, რომელიც,
26 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ.
12:12 / 24.10.2024
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება, მანამდე კი წარმოგიდგენთ იმ საარჩევნო სუბიეტების სიას, რომელიც, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.