საპარლამენტო
არჩევნებამდე ორი დღე რჩება, მანამდე კი წარმოგიდგენთ იმ საარჩევნო სუბიეტების სიას, რომელიც,
26 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ.
საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა, რომელთა პარტიული სიაც 2024 წლის
არჩევნებისთვის დარეგისტრირდა, 18-ს შეადგენს
ვინ რა ნომრის ქვეშ და ვისთან გაერთიანდა არჩევნებისთვის, პარტიული
სია:
ნომერი 3 - „საქართველოს ერთობისა და
განვითარების
პარტია“. პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
ნომერი 4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია
გირჩი დროა". აღნიშნული გაერთიანება აერთიანებს პარტია
“ახალს”, "დროას", “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “რესპუბლიკურ
პარტიასა” და ორგანიზაციას “აქტივისტები მომავლისთვის”.
სიაში პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა - ქალი, ევროკავშირის დროშით.
სრული პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
ნომერი 5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა".
პლატფორმაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა,
ერთიანდებიან გიორგი ვაშაძის „სტრატეგია
აღმაშენებელი“ და „ევროპული
საქართველო“. პარტიული სია, რომლის სათავეშიც თინათინ ბოკუჩავაა,
შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
ნომერი 6 - „ევროპელი
დემოკრატები“, რომელთა პარტიული სიაც
შეგიძლიათ ნახოთ
აქ.
ნომერი 8 - „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“, რომლის სიის სათავეში „პატრიოტთა ალიანსის“
წევრები არიან. ათეულში ასევე შედიან ყოფილი „კონსერვატიული
მოძრაობა“/„ალტ-ინფოს“ ლიდერები, მათ შორის - ზურაბ
მახარაძე. მათი სრული პარტიული
სია შეგიძლიათ ნახოთ
აქ.
ნომერი 9 - „ძლიერი საქართველო-ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის!“. აღნიშნულ კოალიციაში პარტია
"ლელოსთან" ერთიანდებიან: „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და
„თავისუფლების მოედანი“. მათთანაა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი
მარგველაშვილიც. ალიანსის პარტიული სია, რომლის სათავეშიც მამუკა ხაზარაძეა,
იხილეთ
აქ.
ნომერი 10 - საქართველოს ლეიბორისტული
პარტია, რომელსაც სათავეში შალვა ნათელაშვილი უდგას, მეორე ნომერი კი გიორგი გუგავააა. პარტიის სრული სია ნახეთ
აქ.
ნომერი 12 - „ჩვენი გაერთიანებული
საქართველო", რომლის პარტიული სიაც
ნახეთ
აქ.
ნომერი 16 - „შეცვალე საქართველო“.
პარტიული სია იხილეთ
აქ.
ნომერი 17 -
„საქართველო“. პარტიული სია ნახე
აქ.
ნომერი 20 - "თავისუფალი
საქართველო". პარტიული სია იხილეთ
აქ.
ნომერი 21 - ტრიბუნა. პარტიული სია იხილეთ
აქ.
ნომერი 23 - პარტია „ჩვენ", რომლის პარტიული
სიაც შეგიძლიათ ნახოთ
აქ.
ნომერი 25 - „გახარია საქართველოსთვის", რომელსაც
სათავეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უდგას. პარტიის
სრული სია შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
ნომერი 26 - „მემარცხენე ალიანსი".
პარტიული სია ნახეთ
აქ.
ნომერი 27 - "ქართველ ერთობა". პარტიული
სია ნახეთ
აქ.
ნომერი 36 - "გირჩი, რომელსაც სიის სათავეში იაგო
ხვიჩია უდგას. სრული პარტიული სია ნახეთ
აქ.
ნომერი 41 - "ქართული ოცნება", რომელსაც
სათავეში პარტიის საპატიო თავმჯომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას.
„ქართული ოცნების“ პარტიული სია, რომელშიც 170 კანდიდატია შესული,
შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით
პირველად ტარდება. ამ არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა
3 508 294-ს შეადგენს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი
არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს.
ცესკო-ს ცნობით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც
შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში
შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები