პოლიტიკა
"ქუთაისიდან იძულებით მიჰყავთ ხალხი" - ოპოზიციის ბრალდება თბილისში დაგეგმილ "ოცნების" ღონისძიებაზე
FaceBook
"ქუთაისში, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს "ოცნება" ემუქრება, რომ თუ 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან, დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევთ".

ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი კილაძემ, დღეს, 22 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მმართველ პარტიას დასკვნით საარჩევნო ღონისძიებაზე ხალხი, იძულების გზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავს. 

"ამ მხრივ გამონაკლისი არც ქუთაისი და იმერეთი აღმოჩნდა, სადაც "ქართული ოცნებისთვის" იძულების მთავარი სამიზნე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ. კონკრეტულად, სხვადასხვა სსიპ-ების, ააიპ-ების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილთან, რომლებიც პირად საუბრებში ღიად ასახელებენ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, თუ ვინ აიძულებთ მათ. ემუქრებიან ამ ადამიანებს, რომ თუ 23-ში ამ აქციას არ შეუერთდებიან, მოუწევთ დაკავებული თანამდებობის დატოვება",- განაცხადა გიორგი კილაძემ.

ის მმართველ პარტიას მოუწოდებს, ნუ წაართმევენ ადამაინებს კონსტიტუციით მინიჭებულ მთავარ უფლებას, არჩევანის თავისუფლებას. 

"26-ში ქართველი ხალხის პასუხი იქნება ადეკვატური, მათი მთავარი არჩევანი არის "არა ქართულ ოცნებას", "წინ ევროპისკენ". ამიტომ, მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას", თქვენ დაგრჩათ ხელისუფლებაში ოთხი დღე, მოიქეცით ღირსეულად",- აღნიშნა გიორგი კილაძემ.

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის ბრალდებას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ბასილაძე პასუხობს. მისი თქმით, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე ის მიდის, ვისაც სურვილი აქვს და პარტია უბრალოდ დაორგანიზებაში ეხმარებათ. 

"რა თქმა უნდა, სისულელეა, უსინდისობაა ეს განცხადება. არავინ არაფერს არავის არ აძალებს. ვისაც უნდა ის მიდის და ვინც მიდის იმას ვეხმარებით წასვლის დაორგანიზებაში. ასე გათითოკაცებული ვერ ჩავა და ორგანიზებას ვუწევთ, ამაში არც არაფერია დასამალი. ამიტომ, მსგავსი განცხადებები მათგან მოსალოდნელია. არ მინდა, არც ცუდს ვიტყვი, განსაჯოს უფალმა მათი ქცევები", - განაცხადა გია ბასილაძემ. 

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 23 ოქტომბერს, თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება, თავისუფლების მოედანზე, თავდაპირველად დაანონსებული 16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებამდე, 20 ოქტომბერს, თბილისში, მსვლელობა „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ხუთი სხვადასხვა ადგილიდან, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც კონცერტი გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.