პოლიტიკა
"ეჭვი არ მეპარება, რომ ქუთაისში მოვიგებთ. თავს არ დავზოგავთ, ხმებიც დავიცვათ და მომავალიც"- ხატია დეკანოიძე
FaceBook
"თუ რამე ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში გამორჩეული მიღწევა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე ამხელა ქალაქი მოვიგე",- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, განაცხადა.

მან 2020-2021 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქუთაისი ყოველთვის იყო ოპოზიციური ქალაქი, ამიტომ გამარჯვების მოლოდინი რამდენიმე დღეში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზეც აქვს. 

"მე, თქვენთან ერთად, 2020-21 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი სიამაყის განცდა დამეუფლა. თუ რამე ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში გამორჩეული მიღწევა, ყოველთვის როდესაც ვინმე მეკითხება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე ამხელა ქალაქი მოვიგ,ე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. სხვათაშორის, როცა გამოაცხადა ცესკომ ციფრები, მაინც არ მჯეროდა, იმიტომ რომ ვერ გავიგე უცებ. მერე მივხვდი რომ პრაქტიკულად ამოტრიალდა ძალიან ბევრი რამ, იმიტომ რომ ჩვენ მოვიგეთ თვითმმართველი ქალაქები, დიდი ქალაქები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ახლაც იტყვის ქუთაისი თავის სიტყვას",- განმარტა ხატია დეკანოიძემ. 

მან საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არჩევნები გადის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ევროპაზე.

"ყოველდღე, უამრავ ადამიანს ვხვდები და ყველა მეუბნება ერთს: ხო მოცილდებიან? კი, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია, ხალხის მობილიზაცია იყოს მაქსიმალური. ეს ქალაქი ყოველთვის იყო იმ მოწოდების სიმაღლეზე, ერთადერთი რამაც დამამწუხრა არის ის, რომ ქუთაისი დაიცალა. რომ შევდივარ კორპუსებში, შეიძლება 4 ან 5 ფანჯარა იყოს ანთებული. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი ერთად დავირაზმებით, იმისთვის რომ თქვენთან ერთად გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. გპირდებით, რომ მე და ჩემი მეგობრები თავს არ დავზოგავთ, იმისთვის რომ ხმებიც დავიცვათ და ჩვენი მომავალიც",- მიმართა ხატია დეკანოიძემ ადგილობრივებს. 

ის, ქუთაისში, მისი და გიგი უგულავას მიერ "ოცნების" ბანერის "არა ომს, აირჩიე მშვიდობა" შეღებვასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო არა სპონტანური, არამედ ნაფიქრი გადაწყვეტილება, რომელიც, პირველად, სწორედ ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო.

"კი, სამარცხვინო ბანერი სწორედ ქუთაისში უნდა შეღებილიყო, პირველი უნდა ყოფილიყო ქუთაისი. ეს იყო ჩემი და გიგის გადაწყვეტილება. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ, ამიტომ ეს არ იყო სპონტანური, ეს იყო რაციონალური ნაფიქრი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ადამიანები, ქართველები და ქართველების ღირსეული ტრადიცია არის ის, რაც ეკადრება ქუთაისს",- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მან შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ დადგება დრო, როცა მიეცემათ შესაძლებლობა, ქუთაისის განვითარებაზე ერთად ისაუბრონ ბევრი და არა იმაზე, როგორ გადარჩეს ახლა ქალაქი. 

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დრო და მომენტი, როცა ჩვენ მოგვცემა შესაძლებლობა, სრულიად სხვა თემებზე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ ქალაქებზე, იმაზე, ავირჩიოთ თუ არა შერიფი ქუთაისში, გავზარდოთ თუ არა ქუთაისის ბიუჯეტი და როგორ უნდა გავზარდოთ. განათლების ჰაბად როგორ გადავაქციოთ და არ გვექნება სალაპარაკო მხოლოდ იმაზე, როგორ გადავრჩეთ",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა და გია ჯაფარიძე, გუშინ, 17 ოქტომბერს, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

მათ სასტუმრო "სოლომონში" ქუთაისის ევროპული მომავლის ქალაქის შესახებ ესაუბრნენ, ასევე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი დამსწრე საზოგადოებას თავად ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ წარუდგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხმაური იყო ქუთაისში, სასტუმრო
11:20 / 18.10.2024
ხმაური იყო ქუთაისში, სასტუმრო "სოლომონთან", სადაც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
13:35 / 17.10.2024
"ილიას გზა" არის, ჩემი აზრით, საუკეთესო წინასაარჩევნო პროგრამა, რაც კი დღეს პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ",- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.