პოლიტიკა
"პროექტში 240 მლ ინვესტიცია ჩაიდება"- ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, აეროპორტში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორმა, ირაკლი გოგოლაშვილმა ჩაუშვეს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას მომავალშიც ასეთივე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ.

"ახალი ზოლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება, აღჭურვილი იქნება მაღალი სიზუსტის თანამედროვე სანავიგაციო შუქ-ტექნიკით და ნებისმიერი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავი მომსახურების შესაძლებლობა ექნება.

პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად აღჭურვილი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

"ეს აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს ერთად აღებულს, ჯამურად, აქამდე 200 მილიონის ინვესტიცია იყო ჩადებული ამ აეროპორტში და ახლა, მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

დღეისათვის, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი D კოდით ოპერირებს. მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების შემდეგ ეტაპზე, გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი, შედეგად, მგზავრთნაკადი ამ აეროპორტში 1.7 მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.