პოლიტიკა
"ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება"- "ოცნების" საარჩევნო პროგრამის გზავნილები
FaceBook
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 4-წლიანი საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
მან "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, ბიძინა ივანიშვილისთვის, ტრადიციულად, მადლობის გადახდით დაიწყო, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი პროგრამის წარდგენას არ დასწრებია. 

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს პროგრამა ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს მოიცავს, თუმცა, აქ დაახლოებით 20%-ია იმ აქტივობებისა, რომლებიც შემდგომი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. 

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეკონომიკაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხელფასების ზრდაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება. 

გარდა საშუალო ხელფასის ზრდაზე საუბრისა, პრემიერის განცხადებით:

2028 წლისთვის ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი კი 50 მილიარდ ლარს მიაღწევს და შეიქმნება 200 000 სამუშაო ადგილი;

2028 წლისთვის სიღარიბის დონე 4 პროცენტამდე შემცირდება;

პირველ გემს ანაკლიის პორტი 2029 წელს მიიღებს;

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 18 მილიონ მგზავრს მიიღებს;

ხელოვანების და ხელოვნების მხარდასაჭერად გამოიყოფა 30 მილიონი ლარი;

130 მილიონია გათვალისწინებული, შემდეგი წლების განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით;

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები; მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა ათპროცენტიანი მაჩვენებლით;

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა ისიც, რომ რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის. 

"მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონზე და ამ კუთხით გაგრძელდება ინვესტიციების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, ორ მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, 400 მლნ იქნება მინიმუმ გამოყოფილი, მთის ფონდის ფარგლებში – 155 მლნ სულ მცირე და ასევე ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უკავშირდება გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამისთვის, ყოველწლიურად 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, უშუალოდ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებისთვის“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აქტიურად მუშაობენ შავი ზღვის გადამცემი კაბელის განვითარებაზე. კერძოდ, საქმე ეხება როგორც ელექტროენერგიის, ასევე ინტერნეტის გადაცემას, რომლის სამუშაოების დასრულებაც 2030 წლისთვის იგეგმება.

კობახიძის განმარტებით, ეს კაბელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას.

მთავრობის მეთაურმა, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას, საგარეო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ "ოცნების" უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა. 

„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება ურთიერთობების გადასატვირთად. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი ძალა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს რეგიონᲨი და ასეთი იქნება მათი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც.

"პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი",- განმარტა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ასევე ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს.

მსგავსი ნარატივის პარალელურად, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნებათ, 2030 წლისთვის კი საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.