პოლიტიკა
"მთავარი გზავნილი არის მშვიდობა"- მუსიკოსების მოწოდებები "ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე
FaceBook
ქუთაისში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა კონცერტმა "მშვიდობის" და "კეთილდღეობის" ნარატივებით ჩაიარა. 

მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა მუსიკოსებმა "ოცნების" გუნდს, აღნიშნული ღონისძიებით, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და მათივე მესიჯები გააჟღერეს. 

"ჩვენი გზავნილი არის მშვიდობა, რომელიც ყველა პატრიოტ ადამიანს მთავარ სურვილად აქვს", - განაცხადა სამთავრობო ტელევიზიის "ღამის შოუს ბენდის" წევრმა ბაბი კირკიტაძემ. 

მშვიდობაზე გააკეთა აპელირება მუსიკოსმა გია ნიკოლაძემაც.

"მთავარი გზავნილი არის მშვიდობა, სიმშვიდე, ჩვენი შვლების, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობა და ამ სვლით (რაც მთავარია მშვიდობით) ევროპისკენ", - განმარტა მან.

იგივეს ამბობს "თეატრალური კვარტეტის" წევრი ოთო კოვზირიძეც. მისი თქმითაც, საქართველო უნდა გაერთიანდეს და მშვიდობა იყოს ქვეყანაში. 

კონცერტს "ქართული ოცნების"  ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც ამასთანავე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეცაა, გია ბასილაძე და "ოცნების" სხვა აქტივისტებიც დაესწრნენ.  ასევე, იყვნენ ქუთაისის მერიის თანამშრომლებიც. 

კონცერტზე "თეატრალურმა კვარტეტმა", "ღამის შოუს ბენდმა", გია ნიკოლაძემ, სალომე ბაკურაძემ და თიკა მახალდიანმა იმღერეს.

"ქართული ოცნება", წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში, თავის მხარდამჭერ კონცერტებს მართავს.

კონცერტების სერია, 22 აგვისტოს, ლენტეხში დაიწყო და 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.