პოლიტიკა
"ცვლილება შესაძლებელია, უნდა ვირწმუნოთ ამის"- "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ქუთაისში ოფისი გახსნეს
FaceBook
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ქუთაისში, საარჩევნოდ, ოფისი გახსნეს და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

ადგილობრივებს ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მიმართეს. 



ლიდერებმა, ათწუთიან მიმართვაში, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების აქტიურობაზე ისაუბრეს. 

"დადგა ცვლილებების დრო, რომელიც მოიტანს ამ ქვეყანაში ევროპას, უსაფრთხოებას, განვითარებას, კეთილდღეობას და ბედნიერებას. ეს არის შესაძლებელი სულ რამდენიმე კვირაში. ჩვენ გვაქვს ისტორიული პრივილეგია და შანსი, რომ ეს ქვეყანა ბევრი ათწლეულის შემდეგ გავხადოთ ევროპის ღირსეული წევრი და ამისთვის ერთადერთი რამ მოგვეთხოვება: მივიდეთ და გავაფერადოთ ცვლილებისთვის",- მიმართა ადგილობრივებს ელენე ხოშტარიამ.



აღსანიშნავია  რომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებს ქუთაისელებისთვის კონკრეტული დაპირებები არ გაუციათ. 

რას გააკეთებენ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქუთაისისთვის, რას დაპირებები აქვთ მოსახლეობასთან? - ჩვენ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ კონკრეტული დაპირება არის, პირველ რიგში, გარანტია, რომ თუ არჩევნებში მოქალაქეები აირჩევენ სიახლეებს და ცვლილებებს, ისინი დაიცავენ ამ ხმებს და სიახლეები და ცვლილებები შედგება წარმატებით.

"ამის შემდეგ ჩვენი დაპირება არის ის რომ მარტო ბიძინა ივანიშვილის ცვლილებაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ქვეყნის წინ წაყვანას, იმიტომ რომ ქვეყანამ უნდა იპოვოს ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე. ის, რასაც ახლა გვასაღებენ მშვიდობის სახელით, მშვიდობა აუცილებლად გვექნება, არავითარი შანსი ომისა ამ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საზოგადოების შინაგანი სიმშვიდე. გვჭირდება დამშვიდებული ქვეყანა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური პოზიციებისა. გვჭირდება კეთილდღეობა, წინსვლა და უნდა ვიაროთ ბედნიერების საძიებლად და არა გავექცეთ მუდმივად უბედურებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის"- განმარტა ნიკა გვარამიამ.





კითხვაზე, არიან თუ არა ქუთაისში ადგილობრივები ცვლილებებისთვის მზად, ნიკა მელიამ გვიპასუხა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუთაისეების ისტორიული რაოდენობა მივა და თავის წილს ჩადებს უკეთესი საქართველოს მომავალში.

"ქუთაისი ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს "ქართულ ოცნებაზე" და ქუთაისი იტყვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას ამ ორთაბრძოლაში უკეთესი საქართველოსთვის",- განმარტა მან.

თავად, "კოალიცია ცვლილებებისთვის" რას გააკეთებს ქუთაისელებისთვის და რა იქნება მათი მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე -  ნიკა მელიამ ასე გვიპასუხა:

"მთავარი გზავნილი იცით რა იქნება? - არავინ არ მოვიდეს და თავში არ ჩაგარტყათ, მთავარი გზავნილი რა არის იცით? სასამართლო იყოს სასამართლო. მედია იყოს მედია. განსხვავებულ ადამიანს არ ჰქონდეს შიში საკუთარი აზრის გამოხატვის. სახელისუფლო შტოები იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. მთავარი გზავნილი არის გამარჯვება, რომელიც უნდა გახდეს ისტორიული. გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო რამდენიმე წელიწადში, გათავისუფლდეს ოლიგარქიული რეჟიმისგან და წნეხისგან ქვეყანა. ამას სჭირდება რწმენა, ისეთი რწმენა, რომელიც ემსახურება ცვლილებებს. მთავარი რა გზავნილი უნდა იყოს?- ხელისუფლება არის თვითგამოცხადებული ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. 26 ოქრომბერს ივანიშვილს უწევს საკუთარი ძალაუფლების სასწორზე დადება დილის 8 საათზე და საღამოს 8 საათზე ეს ძალაუფლება ქართველმა ხალხმა უკან არ უნდა გაატანოს",- განმარტა მან. 

შეხვედრას "კოალიცია ცვლილებისთვის" მხარდამჭერები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მოვიდნენ აქ, რადგან სურვილი აქვთ შეცვალონ მთავრობა და იცხოვრონ უკეთეს საქართველოში.

"ველოდებით გამარჯვებას და ევროპაში შესვლას. სიმშვიდე გვინდა, ეს გაჭირვება რომ არ იყოს და ბავშვებს უღრუბლო ზეცა ჰქონდეს",- განმარტა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

"მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. უნდა წავიდეს ეს მთავრობა, რადგან დავიღალეთ, ამდენი წელი არაფერი გაუკეთებიათ. უნდა შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი და შესაძლებელია ახალი მთავრობის ხელში",- განმარტა კიდევ ერთმა მხარდამჭერმა. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის. იმერეთში ოფისები უკვე გახსნა 

“კოალიცია ცვლილებებისთვის” (ნომერი 4) აერთიანებს პარტია “ახალს”, "დროა"; “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “რესპუბლიკურ პარტიასა” და ორგანიზაციას “აქტივისტები მომავლისთვის”.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.