პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის" წყალტუბოსა და
ზესტაფონში ოფისები გახსნა.
როგორც ოფისის
გახსნისას გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა
მელიამ განაცხადა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ქმნის კოალიციას, პირველ
რიგში, საქართველოს მოქალაქეებთან, ხალხთან, ვისაც არა მხოლოდ სურს
ცვლილება, არამედ სჯერა ცვლილების და შეუძლია რომ შეცვალოს.
“ძალიან მიხარია, რომ
ზესტაფონსა და წყალტუბოში საარჩევნო შტაბის გახსნა ესწრებოდა
ბევრი ადამიანი. დღითი დღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება კოალიციას
ცვლილების გარშემო, იქ სადაც ადამიანებს სურთ ცვლილება და არა
ჩანაცვლება. ერთხელ და სამუდამოდ, მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს და
ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება. ხალხის ინტერესის ასახვა უნდა
მოხდეს 27 ოქტომბრდან",- განმარტა ნიკა მელიამ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ბორის ჩელე ყურუამ კი აღნიშნა,
რომ კოალიციის შეხვედრაზე ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი
მოდის, ისინი კი არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან,
რომ ცვლილება უნდა მოხდეს.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო
ოფისებს ხსნის.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” (ნომერი 4) აერთიანებს პარტია
“ახალს”, "დროა"; “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “რესპუბლიკურ
პარტიასა” და ორგანიზაციას “აქტივისტები მომავლისთვის”.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები