მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის
უფროსმა, ნიკა ტყემალაძემ, იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო
რწმუნებული, ლევან ზალკალიანი თანამშრომლებსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა.
წარდგენის შემდეგ, ლევან ზალკალიანმა მედიასთან კომენტარი "ოცნების"
გუნდისათვის მადლობის გადახდით დაიწყო.
"გათავისებული მაქვს სრულად ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. ყველანაირად
ვეცდებით და მთელი გუნდით წავალთ იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი
ქვეყნისთვის პრიორიტეტი. ეს არის ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი,
ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლობისა და ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება",-
განმარტა ზალკანიანმა.
მისივე თქმით, იმერეთში მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება
ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა.
ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას
იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და
პროკურორად, მათ შორის, 11 წლის განმავლობაში, ამბროლაურის რაიონულ
პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.
რაც შეეხება იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, ზვიად შალამბერიძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატი იქნება და
"ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვება.
მასალის გამოყენების პირობები