პოლიტიკა
"ადამიანების არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი"- ქუთაისში, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერებმა ოფისი და საარჩევნო კამპანია გახსნეს
FaceBook
ქუთაისში, გამსახურდიას #42-ში, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა ოფისი და საარჩევნო კამპანია გახსნეს.

ოფისის გახსნას თავად პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

როგორც მან განმარტა, მოქალაქეების არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების გზით.

"გათვლები გვაქვს ძალიან პოზიტიური. კმაყოფილი ვარ იმ შეხვედრებით, რომლებიც რეგიონებში გვაქვს. ვხედავ ძალიან დიდ მოტივაციას ჩვენი მოქალაქეების. საბოლოო ჯამში, ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ელიტებს და ხელისუფლებას უნდა ავუხსნათ, რომ ადამიანების არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი. ვერ განვითარდება ქვეყანა, სადაც მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არის შეუძლებელი. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, პირველ რიგში, ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში, რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა, არჩევნების შესაძლებლობით უნდა მოიხსნას.

ჩვენს მოქალაქეებს ეს გააზრებული აქვთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ზუსტად იციან, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, არა მხოლოდ ხმა მისცენ, არჩვენების შედეგებიც დაიცვან",- განმარტა გიორგი გახარიამ ქუთაისში, მოსახლეობასთან და პარტიის წევრებთან შეხვედრისას.



26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების რამდენ პროცენტს ელოდება - კითხვის პასუხად, პარტია "გახარია საქართველოსთვის " თავმჯომარემ განაცხადა, რომ "საკმარისზე ბევრად მეტს".

26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.

"ქუთაისიპოსტი" ქუთაისში ყველა პოლიტიკური პარტიის აქტივობას თანაბარ პირობებში გააშუქებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.