ქუთაისის შემოვლით გზაზე, ავტომაგისტრალზე, მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გუშინ,
26 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა,
რის გამოც მეორე მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.
შედეგად, დაშავდა ერთ ავტომობილში მყოფი მძღოლი და სამი მგზავრი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება
276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები