პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
გაერთიანების პრეზენტაცია გუშინ, 17 ივლისს, ევროპის მოედანზე
გაიმართა.
ახალი პარტნიორები საზოგადოებას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ
წარუდგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ „წარმატებას მხოლოდ ერთიანობით
მივაღწევთ.“
„რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა? რადგან ჩვენს ქვეყანას
დამოუკიდებლობის მიღებიდან ასეთი კრიტიკული ზღვარი არცერთ არჩევანზე
არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით ასე რადიკალური
შემოტრიალება, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე.
ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები არის
წყალგამყოფი, ან ვიქნებით ჭაობში, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში
ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, მოქალაქეობა, დროშა და
გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. ერთობით გავიმარჯვებთ აუცილებლად“,
– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
წინასაარჩევნოდ ასევე გაერთიანდნენ პარტია
"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება".
მათი საარჩევნო ნომერი 4 იქნება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი,
საარჩევნოდ, ახალი პოლიტიკური პლატფორმა
„ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“
დააფუძნეს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5 ნომრით წარდგება.
პარტია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ კი 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ
მონაწილეობას.
ფოტო:ინტერპრესნიუსი
ამავე თემაზე:
"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად
დაიწყო
"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ახალი
პოლიტიკური პლატფორმა საქართველოში
„ახალი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ არჩევნებში ერთიანი სიით
მიიღებენ მონაწილეობას
მასალის გამოყენების პირობები