პოლიტიკა
ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს
FaceBook
ქუთაისის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.
ამის შესახებ უკვე ყოფილმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განმარტა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს მერის მოვალეობის შემსრულებელი 2025 წლამდე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ეყოლება. 

დავით ერემეიშვილი პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. 

იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, დღეს, გაავრცელა.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. თავდაპირველად, იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნებიდან" საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51,64% მიიღო.


ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.