პოლიტიკა
რატომ დატოვა ქუთაისის მერმა თანამდებობა - იოსებ ხახალეიშვილის განმარტება
FaceBook
იოსებ ხახალეიშვილი, რომელმაც ქუთაისის მერის თანამდებობა რამდენიმე საათის წინ დატოვა, ამბობს, რომ საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, თუმცა რა პოზიციაზე, ჯერ არ აკონკრეტებს.

როგორც ხახალეიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის თანამდებობის დატოვება არავის უთხოვია. 

"ზუსტად ამიტომ მოგიწვიეთ, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი მითქმა-მოთქმა. მქონდა მოლაპარაკებები როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე პარტიის ხელმძღვანელებთან ჩემი თბილისში გადასვლასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, სანამ საარჩევნო კამპანია "გახურდება", მანამდე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ამას გარკვეული დრო დასჭირდებოდა შემდეგ. თანამდებობის დატოვებაზე ვერ იქნება საუბარი, რადგან მე გუნდის წევრი ვარ და ვრჩები ისევ გუნდში",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 

მისივე თქმით, აქვს შემოთავაზებები დედაქალაქში კონკრეტულ თანამდებობებზე და სად გააგრძელებს საქმიანობას, ამასაც სულ მოკლე ხანში გაიგებს საზოგადოება. 

ხახალეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სადაც არ უნდა იყოს, ქუთაისი იქნება ყოველთვის მისი საზრუნავი. 

მედიის წარმომადგენლების კითხვას, ნანობს თუ არა რამეს და რითი დაამახსოვრა ქუთაისელებს თავი მერობის პერიოდში, იოსებ ხახალეიშვილმა ასე უპასუხა:

"ძალიან ბევრი იდეა მქონდა, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა, თუმცა , ვამაყობ იმით, რომ ქუთაისი დავაბრუნე იუნესკოში და ჩვენს ქალაქს ის დიდი ხნის წინ დაკარგული სტატუსი დაუბრუნდა. ამაზე ღირებული არაფერია, იმიტომ რომ ქუთაისი უნდა იყოს იმ დიდ საერთაშორისო ფორუმში წარდმოდგენილი, რასაც იუნესკო ჰქვია. ეს ფორუმი და ეს სტატუსი ჩვენს ქალაქს ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს, სულ მოკლე ხანში ნახავთ ამას",- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა. 

იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დღეს გაავრცელა. 

ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. თავდაპირველად, იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნებიდან" საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51,64% მიიღო. 


ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.