პოლიტიკა
ზესტაფონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს
FaceBook
ზესტაფონში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს - წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა.
შემთხვევა 7 ივნისს წინ მოხდა.

როგორც ენმ-ს ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გურული, „ქუთაისიპოსტთან“, განმარტავს, უცნობმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის უკანა მხარეს არსებული ფანჯრიდან მოახერხეს.

„ტექნიკა რაც იყო ოფისში, კომპიუტერი, ნოუთბუქი, ტელევიზორი, პრინტერი - ყველაფერი წაიღეს. სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან დილით რომ მივედით, აღარ დაგვხვდა არაფერი. მაშინვე გამოვიძახეთ პოლიცია, მოხდა ადგილის დათვალიერება, აღწერა, ექსპერტიზა და ველოდებით პასუხს, ვნახოთ რა იქნება“, - ამბობს გიგა გურული.

მისი ვარაუდით, დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიდინეს.

„სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოახდინონ და დაგვაშინონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“,- ამბობს ის.

1 ივნისს კი, თბილისში ენმ-ის ცენტრალური ოფისი ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა ათეულობით ადამიანმა დაარბია. მანამდე, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.

მსგავსი კამპანია რუსული კანონის მოწინააღმდეგე მედიის, აქტივისტებისა და პარტიების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. აღნიშნულს თან ახლდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებიც. სახელმწიფო უწყებებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.