პოლიტიკა
რომელი პარტიები უერთდებიან პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“
FaceBook
„ქართულ ქარტიას“, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, ამ დროისთვის, საქართველოში მოქმედი 7 პოლიტიკური პარტია უერთდება.

პარტიების სია, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდნენ ასეთია:

პარტია "ახალი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო", "გირჩი - მეტი თავისუფლება"; "დროა";  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტის გზავნილს ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს, ამიტომ ისინი “ქართულ ქარტიას” ხელს მოაწერენ.

რაც შეეხება საპარლამენტო "გირჩს", პარტიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მუხლების ნაწილს არ ეთანხმებიან, ნაწილი კი ბუნდოვანია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ის საკუთარი მანდატის მეორე ვადით გაგრძელებას გადაწყვეტს.

"ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერდით იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მისმა ამ ვადამ მკაფიოდ დაანახა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია”, - თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური იდენტობების აღრევა და ფასეულობების გარეშე გაერთიანება მიუღებელია, თუმცა ერთიანობა შეიძლება კონკრეტულ თემებზე – “ევროპული დღის წესრიგი და ევროპული რეფორმების დღის წესრიგი”.

პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, სტატია შესაძლოა განახლდეს.

საქართველოში საპარლამენტი არჩევნები 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. 


ამავე თემაზე:


ვის რას სთავაზობს - პრეზიდენტის "ქართული ქარტია"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.