პოლიტიკა
წერეთლის უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი განცხადების ხელმომწერია
FaceBook
სტუდენტების გაფიცვის პარალელურად, წერეთლის უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი განცხადების ხელმომწერია.
შესაბამისად, ის არ დგას იმ სასწავლებელთა რიგებში, რომლებიც სოლიდარულები არიან რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტების მიმართს.

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას ხელს 38 უმაღლესი სასაწავლებელი აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.

"საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.

მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
განცხადებას ხელს აწერენ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;

16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;

17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ;

19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;

20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;

22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;

23. კავკასიის უნივერსიტეტი;

24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;

26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;

28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;

29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;

30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი;

31. ევროპის უნივერსიტეტი;

32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი;

33. თბილისის თავისუფალი აკადემია;

34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;

35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი;

36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;

37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი;

38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში, წერეთლისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.

ისინი აცხადებენ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე.

დღეს "ქართული ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს. პარალელურად კი, თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.