პოლიტიკა
"მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას" - აწსუს ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს
FaceBook
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებენ და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ ლექტორებმა ერთობლივი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

"ჩვენ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ-ს სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული ცნობიერება და და განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდდამხოლოდ ევროპაშია. არა რუსულ კანონს!",- აღნიშნულია პროფესორ-მასწავლებელთა განცხადებაში.

განცხადებას წერეთლის უნივერტეტის 30-ზე მეტი ლექტორი აწერს ხელს. მათი თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაფიცნენ, ლექციაზე არყოფნის გამო არებს არ დაუწერენ. 

ლექტორები, რომლებიც  განცხადებას ხელს აწერენ:

1. ამირან ხვადაგიანი - პროფესორი; 

2. მაკა ხეცურიანი - ასოცირებული პროფესორი;

3. Ნუგეშა გაგნიძე - პროფესორი;

4. ინგა ბოჭოიძე - პროფესორი;

5. ომარ ზივზივაძე - პროფესორიპროექტ;

6. მერაბ ირემაძე - პროფესორი;

7. ციცინო თურქაძე - პროფესორი;

8. მერაბ ბარათაშვილი - ასოცირებული პროფესორი;

9. ქეთევან ცხაკაია - ასოცირებული პროფესორი;

10. ნატო ქობულაძე - ასოცირებული პროფესორი;

11. ეკა თხილავა - ასოცირებული პროფესორი;

12. ნესტან კუტივაძე - პროფესორი;

13. ირაკლი ჯულაყიძე - ასოცირებული პროფესორი;

14. რობინზონ ხურცილავა - ასოცირებული პროფესორი;

15. დავით ზაუტაშვილი - ასოცირებული პროფესორი;

16. ემზარ გორდაძე - ასოცირებული პროფესორი;

17. მანანა გაბიძაშვილი - ასოცირებული პროფესორი;

18. ეთერ ბენიძე - ასოცირებული პროფესორი;

19. ელისო გველესიანი - ასოცირებული პროფესორი;

20. Სერგო ცაგარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;

21. ცირა ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი;

22. ნატალია მანდარია - ასოცირებული პროფესორი;

23. Თამარ მოსეშვილი - ასოცირებული პროფესორი;

24. Ნინო გულეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;

25. იური თვალოძე - ასოცირებული პროფესორი;

26. მაია დიაკონიძე - ასისტენტ პროფესორი;

27. დალი ზაუტაშვილი - აწსუ მასწავლებელი;

28. ეკა ფხაკაძე - მოწვეული ლექტორი;

29. გიორგი დვალიშვილი - მოწვეული ლექტორი;

30. თამარ ებრალიძე - მოწვეული ლექტორი;

31. Მაკა ნიკოლაძე - მოწვეული ლექტორი;

32. ლილე ყაზაიშვილი - მოწვეული ლექტორი;

33. ლალი ყალიჩავა - მოწვეული ლექტორი;

34. მანანა კობახიძე - მოწვეული სპეციალისტი;

35. გიორგი კილაძე - მოწვეული სპეციალისტი

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში, წერეთლისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.

ისინი აცხადებენ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე.

დღეს "ქართული ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს. პარალელურად კი, თბილისსა და სხვადასხვა  ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.