პოლიტიკა
პარლამენტში რუსული კანონის განხილვა დაიწყო
FaceBook
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 
იურიდიულ კომიტეტზე განხილვა ხმაურით დაიწყო. კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფინი გაუთიშა. 

ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ შეთავაზება, რომ დღეს სხდომა გადადებულიყო, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები არ არის და შესაბამისად, კანონპროექტს დღეს განიხილავენ. 

კანონპროექტის განხილვის შემდეგ ''ქართული ოცნება'' აქციას აანონსებს. თბილისის გარდა, აქციას სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან უერთდებიან, მათ შორის, ქუთაისიდანაც.

აქტივისტების გარდა, ქუთაისიდან და ზოგადად, იმერეთის რეგიონიდან აქციაზე წასასვლელად თანამდებობის პირებიც ემზადებიან. ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ სამუშაო დღეს არა სამსახურებში, არამედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასჭერად მიდიან, რომელიც 29 აპრილს, პარლამენტში მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ.

"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე", რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს იყენებს. 

ათიათასობით მოქალაქის წინააღმდეგობის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა ადამიანმა დაუჭირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.