მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
ხვალ, 29 დეკემბერს, დილით ქუთაისიდან თბილისში ავტოკოლონა
გაემართება.
"ქართულ ოცნების" ქუთაისის შტაბში ამბობენ, რომ აქციაზე ხალხი "თავისი
ნებით" მიდის და არავის არაფერს აძალებენ.
"რომ ველოდით სამჯერ მეტი ხალხია. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით. თავად
მოგვამრთავენ და ჩვენ ტრანსპორტირებაში ვეხმარებით. არავის არაფერს არ
ვაძალებთ, პირიქით, აქეთ გვეძალებიან,"- ამბობს "ქართული ოცნების"
ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი და ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე.
აქტივისტების გარდა, ქუთაისიდან და ზოგადად, იმერეთის
რეგიონიდან აქციაზე წასასვლელად თანამდებობის პირებიც
ემზადებიან. ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ სამუშაო დღეს არა
სამსახურებში, არამედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტის მხარდასჭერად მიდიან, რომელიც 29 აპრილს, პარლამენტში
მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ.
"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის
წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება
დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა
ივანიშვილიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა,
რომ „მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც,
საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე",
რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს
იყენებს.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები