პოლიტიკა
რუსული კანონის მხარდამჭერი ქუთაისის მაჟორიტარი NGO-ებისა და მედიების მოწვევას იღებს
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.

მაჟორიტარის ბიუროში ''ქუთაისიპოსტს'' განუმარტეს, რომ ზაზა ლომინაძე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აუცილებლად შეხვდება, თუმცა ის ამ დროისთვის მივლინებაში იმყოფება. 

''ამ დროისთვის ბათუმში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე იმყოფება, რომელიც 3-4 დღის მანძილზე გაგრძელდება.  როცა ქალაქში ჩამოვა,  აქვს სურვილი მედიებსა და არასამთავრობოებს შეხვდეს. კონკრეტულად სად და როდის გაიმართება შეხვედრა, ამის შესახებ მაჟორიტარის ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ გავავრცელებთ განცხადებას,'' -განმარტავენ მაჟორიტარის ბიუროში. 

ზაზა ლომინაძე ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატს შორის, ვინც რუსულ კანონს პირველივე მოსმენაზე მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ქალაქში მოქმედი მედიებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის მაჟორიტართან კონკრეტული კითხვები აქვთ, რატომ უჭერს იმ კანონს მხარს, რომელიც  გამოხატვის თავიუფლებას ზღუდავს და ქვეყნის ევროინტერგრაციას ეწინააღმდეგება. 

''ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას.

ჩვენ იმერეთში, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი თქვენი მხრიდან არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და რომ თქვენ ჩვენი ინტერესები არ გაატარეთ.

მკაფიოდ გვსურს გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი და იგი უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან",- ნათქვამია მედია და არასამთვრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 20 აპრილს ზაზა ლომინაძეს მეილზე გაეგზავნა. 

საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღო. ჯამში სამი მოსმენაა საჭირო. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.