საქართველოს მთავრობა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა
ჯფუფის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სხვადასხვა პროგრამის
ამოქმედებას აგრძელებს.
სტუდენტების შემდეგ მმართველი პარტია ამჯერად, იმ პირების გულის
მოგებას ცდილობს, რომლებსაც საგადასახადო დავალიანებები აქვთ
დაგროვილი. მათი მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს ბიუჯეტს 590
მილიონი ლარი დაუჯდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით,
მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 145 ათას ფიზიკურ პირს, მათ
შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს 590 მილიონი ლარის საგადასახადო
დავალიანებები ჩამოეწერებათ.
ცვლილება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებებს
შეეხება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
''დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებიც ამ დავალიანებების
გამო ეკონომიკური საქმიანობას ვერ აწარმოებენ. მივიღეთ გადაწყვეტილება
მათ ეს დავალიანებები გავუნულოთ და მივცეთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ
ეკონომიკურ ცხოვრებაში,'' - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერ-მინისტრს გაახსენდა
სტუდენტებიც. მთავრობა კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების
პროგრამის შექმნას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები