პოლიტიკა
"რუსული კანონის მიღება ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს ქვეყანაში"
FaceBook
მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე „რუსული კანონის“ ხელახალ დაინიცირებას ენმ-ის იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ბრიფინგით გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში უცხოური ინვესტიციები, 2023 წელს, 23%-ითაა შემცირებული, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

„იმერეთში, 2012 წელს, თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია. რუსული კანონის მიღება პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ევროინტეგრაციაზე საუბარი დასრულდება, რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას უმუშევრობისთვის, მიგრაციისა და ეკონომიკური კოლაფსისთვის“,- განმარტა თემურ ცამციშვილმა.

„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას, ამაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა შალამბერიძემაც.

„ნებისმიერი ინვესტორი სწავლობს კონკრეტულ ქვეყანაში, რეგიონში, ქალაქში არსებულ ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სოციალურ ვითარებას და იმის მიხედვით გადაწყვეტს ხოლმე ჩადოს თუ არა ინვესტიცია. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რამხელა ზიანს მოუტანს ქვეყანას რუსული კანონის მიღება“,- განმარტა ლაშა შალამბერიძემ.

3 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით დაინიცირდება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით: ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ , ახლა გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი კი უცვლელი დარჩება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებულია.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

"ოცნებამ" 2023 წლის მარტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მას შემდეგ კი, რაც მოქალაქეები რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ, "ოცნება" იძულებული გახდა, კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.