საქართველოს პრეზიდენტი სალმე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მიერ
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის, იგივე
"რუსული კანონის", ინიციირებას გამოეხმაურა და მას საქართველოს
ევროპული მომავლის საბოტაჟი უწოდა.
"ოცნებამ" თავისი განაცხადი მკაფიოდ გააკეთა და ევროპას უთხრა -
არა. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს "ოცნება" არის
დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის
ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა."
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა შესაძლო საკითხზე რაც
განაპირობებს საქართველოს ხვალინდელ დღეს "ქართული ოცნება" მასზე უარს
აცხადებს.
„[ქართულმა ოცნებამ"] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც
წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია,
ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და
გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უთხრა მკაფიო უარი...არა
იუსტიციის რეფორმას...არა სანქციებთან შეერთებას ან ევროკავშირის
საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას... არა სამართლიან არჩევნებს, არა
დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში... არა ქალების უფლებებს - "ქალები
ბუტკაში"... არა ანტიკორუფციულ ზომებს... არა დეპოლარიზაციას, ეს არის
პირდაპირი გამოწვევა საკუთარი ხალხის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფრის სარჩულია ხელისუფლების მხრიდან
იმის სურვილი არ აწყენინოს რუსეთს.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად ეს კანონი,
სწორედ იმ დღეებში დააინიცირეს, რომელი დღეებიც განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს
უახლოეს ისტორიაში.
"თქვენ ("ქართული ოცნება") ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ რუსული კანონის
ინიციირება იმ კვირას (31 ამრტიდან 9 აპრილამდე), რომელიც უახლოესი
ისტორიისთვის არის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით მაგრამ ეს ხომ
თქვენ არ გაგაჩნიათ არც ეროვნული და არც ევროპული
სულისკვეთება".
"რუსეთი აქ არასდროს დაბრუნდება", - აღნიშინა
პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ
არჩევნებზე უნდა ითქვას ქართული საზოგადოების ევროპული სათქმელი.
"ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, აქ საჭირო არის მომზადება. უნდა
გავიდეთ ერთი ევროპული დროშის ქვეშ...ამ დროშას მე დავიჭერ, ბოლომდე
ვიქნები თქვენთან, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ევროპამ და
ევროპულმა საქართველომ. ამას ვერაფერს უზამს "ოცნება".
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო
ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან
გასაძევებლად გამოიყენეს.
"ოცნებამ" 2023 წლის მარტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საზოგადოების ყველა
სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე
პროტესტი მოჰყვა.
მას შემდეგ კი, რაც მოქალაქეები რუსული კანონპროექტის
გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ, "ოცნება" იძულებული გახდა,
კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო.
მასალის გამოყენების პირობები