პოლიტიკა
იმერეთში საბრძოლო განწყობაა - ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში პარტიულ აქტივს შეხვდა
FaceBook
ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობაა მთელს იმერეთში, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ჩვენს აქტივს მობილიზება გავუკეთოთ - ამის შესახებ " ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა.
ქუთაისში დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგნელებს შეხვდა. ყოფილ პრემიერ-მინისტრის განაცხადებით, მათი ამოცანაა არჩევნებში დამაჯერებლი გამარჯვება და საკონსტიცუციო უმრავლეობის მოპოვებაა. 



"ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, რომელიც აქტუალურია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არჩევნებზე ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, დამაჯერებლად უნდა იყოს ეს ყველაფერი.

რაც მთავარია, ერთი მიზეზი არ უნდა დავუტოვოთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას, ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს.

ჩვენი მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ იყო ის, რომ ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ, ამის ყველანაირი პირობა არსებობს უკვე. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობაა მთელს იმერეთში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ჩვენს აქტივს მობილიზება გავუკეთოთ. 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან ძლიერი ისტორიული გამარჯვება უნდა იზეიმოს.

დღეს ქვეყანაში გარკვეულია ყველაფერი, არაფერი ბუნდოვანი აღარ არის. ქართველ ამომრჩეველს, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ისინი არიან თუ არა ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი არჩევანი არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე არჩევანი არის ანტიეროვნული, მტრული ძალები, რომლებიც არიან დაქსაქსული, გაშლილი თუ გაერთიანებული, მნიშვნელობა არ აქვს. ამას ერთი სახელი ჰქვია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. ახლა რაც ხდება, მელია-გვარამიას, იგივე ამ არარაობების გაერთიანება, იგივე „ლელოს“, “ნაცების“ აქტივობა, ხალხმა ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ერთი პარტიის, დიდი, ბოროტი მტრული ძალების განშტოებები და მათი ნაწილები“, - განცხადა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრა  მესხიშვილის თეატრში გაიმართა, რომელიც ჟუნალისტებისათვის დახული იყო. 

პარტიულ  წინასაარჩევნო სამობილიზაციო შეხვედრაზე მხარის და ქალაქის პირველი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგნლებთან  ერთად ესწრებოდნენ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.