ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას
ტოვებს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც
გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის
თანამდებობას. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, საზოგადოებას ჩავაბარე
ვრცელი ანგარიში სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მეორე ვადით
პრემიერის პოსტზე ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთო პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პერიოდში დავიწყე ", - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა
შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური
მონაწილეობისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
ბიძინა ივანიშვილს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე
დაიკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა
პირველად 2013 წელს დაიკავა, 2015 წლის 30 დეკემბერს კი თანამდებობა
დატოვა. 2021 წლის 22 თებერვალს კი პრემიერ-მინისტრად მეორედ
დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები