„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი,
პარტიების ლიდერებთან ერთად, იმერეთის ორგანიზაციის წევრებსა და
მხარდამჭერებს შეხვდა.
მან წყალტუბოში, სასტუმრო "პლაზაში" გამართულ შეხვედრაზე,
ორგანიზაციის ადგილობრივ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ
ამ ადამიანებმა, ქართველ ხალხთან ერთად, ძალიან ბევრი იბრძოლეს, მათ
შორის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, შემაჯამებელი შეხვედრები
მიმდინარეობს და 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.
" მათი და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსი
მივიღეთ. დღეს ვხვდებით მათ იმისთვის რომ ეს დაწყებული გამარჯვება
მივიყვანოთ ბოლომდე და საქართველო გავათავისუფლოთ რუსული რეჟიმისგან,
რუსული პარტიისგან და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა ",- განაცხადა
ლევან ხაბეიშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით
კი, მსგავსი შეხვედრები ახალ წლამდე საქართველოს ყველა ქალაქში
გაიმართება, მომავალი წლიდან კი მძლავრ კამპანიას დაიწყებენ.
"ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის რომ
ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, გვჭირდება დაჩქარებული
წესით გაწევრიანება.ყველგან უნდა ჩავიდეთ, ახალ წლამდე დავფარავთ
მთელს საქართველოს და მერე უკვე მძლავრ კამპანიას დავიწყებთ, რომელიც
მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე, ევროკავშირთან ერთად", -
განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორც "ნაციონალურმა
მოძრაობამ", ისე მმართველმა პარტიამ მზადება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები