უკრაინა ერთადერთი სამიზნე არაა რუსეთისთვის, საკმაო შეშფოთების მიზეზს აჩენს სახიფათო ნიშნები საქართველოშიც, წერს
Foreign Policy-ის კორესპონდენტი მაიკლ სესაირი.
ავტორის თქმით საქართველო მიისწრაფოდა გაქცეოდა რუსეთის ბატონობას, გააჩნდა რა პრეტენზიები ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობაზე. "მაგრამ დასაველთის უმოქმედობა, რუსეთის მხრიდან ტერიტორიული აგრესიის ფონზე, თავის უარყოფით ეფექტებს იწვევს. ქართველები ათობით წელია განიცდიან, როდესაც ხედავენ როგორ ვრცელდება რუსეთის უფლებამოსილება საქართველსოს ტერიტორიების 20% -ზე.სადაც რუსეთი ეთნიკურ წმენდას ახორციელებს და 300 ათას ადამიანს დევნილად აქცევს. მაგრამ ახლა რიგი ჯგუფები აჩენენ დამოკიდებულებას - ღირს კი მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნება დასავლეთთან ყველა ამ დანაკარგის შემდეგ?! ქართველები სულ უფრო ხშირად იძლევიან უარყოფით პასუხს, აღნიშნავს ავტორი.
მისი აზრით სხვა ქვეყნები ვერ ამჩნევენ ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ რუსულ ძალებთან ერთად საქართველოში გავლენების დაბრუნებისთვის. ამ დაჯგუფებების წარმომადგენლები აპროტესტებენ ქუჩებში, ქადაგებენ ეკელესიებში და ატარებენ კარგად დაფინანსებულ წინასაარჩევნო მიტინგებს. რუსეთის გავლენა საქართველოში ძლიერდება, აღნიშნულია გამოცემაში.
თუმცა ვაშინგტონში მრგვალ მაგიდასთან და პირად საუბრებში დასავლელი ჩინოსნები და ექსპერტები ნაკლებად უშვებენ იმის ალბათობას რომ რუსული პროპაგანდა ღრმად გაიდგამს ფესვებს საქართელოში. მაგალითად მოყავთ მოყავთ International Republican Institute и National Democratic Institute-ის გამოკითხვები სადაც საქართველოში გამოკითულთა 60-70% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ არჩევანს.
მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია წერს მაიკლ სესაირი.
ქართულ სერიალში" ჩემი ცოლის დაქალები" სტუმრები ქორწილში აპლოდისმენტებით ხვდებიან ცნობას მაპის მიღების თაობაზე . მაგრამ ერთ- ერთი პერსონაჟი, რომელიც ასევე ზეიმობს მაპის მიღებას კითხვას სვამს - რა არის მაპი? ავტორის აზრით ეს სცენა იმის ილუსტრაციაა, რომ ნატოს წევრობა არათანაბრად პოპულარულია ქართველებში და იმის გამოხატულებაც , რომ პროდასავლური ორიენტაცია ქართულ საზოგადოებაში უფრო მეტად ემოციაზეა დაფუძნებული, ვიდრე გააზრებულ არჩევანზე, მიაჩნია წერილის ავტორს.
ავტორი ასევე მიუთითებს ევრაზიული კავშირის მზარდ პოპულარობაზე საქართველოში. "რაც შემაშფოთებელია", -აღნიშნავს ჟურნალისტი. ევრაზიულ კავშირს რესპოდენტთა 20% უჭერს მხარს. არადა 2013 წლის ბოლოს მათი რიცხვი 13% და 2014 წელს 16% იყო.
Foreign Policy
მასალის გამოყენების პირობები