მაშინ, როცა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, „ოცნებამ“
რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებად მერები აირჩია, ქუთაისში
მხარი საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ბასილაძეს
დაუჭირა.
ბასილაძე, აღნიშნულ პოზიციაზე, მმართველი პარტიის ლიდერებმა, დღეს,
პარტიულ კონფერენციაზე, აირჩიეს.
აქამდე გია ბასილაძე "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი იყო.
კონფერენციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის
გენერალური მდივანი კახა კალაძე და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
პარტიული კონფერენციები ვანში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხონში,
სამტრედიაში, ტყიბულში, თერჯოლასა და ზესტაფონში უკვე ჩატარდა, სადაც
ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები
აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები